როგორ წარმოიშვა მეწყერი შოვში, რომლის დროსაც ჯამში 3 მილიონი კუბური მეტრი მიწა ჩამოწვა

ძლიერი წვიმებმა ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად 3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების გამო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა. მეწყერმა წაიღო კოტეჯების ნაწილი, ნაწილი კი მოიწის მასით დაფარა. ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა კი 2 ხიდი წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან დაიწყება დროებით გადასასვლელი ხიდების მონტაჟიც. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შოვში მეწყრის შედეგად ჯამში 3 მილიონი კუბური მეტრი მიწა ჩამოწვა.




