ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოში ხანძარი იყო

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. დამწვარია შენობის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ასევე უცნობია ზარალის ოდენობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.



