ნაკიფუში საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში დათო და ვახტანგ კვარაცხელიების სახელობის საფეხბურთო მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა ტრიბუნა 120 მაყურებელზე,მიმდინარეობს ასევე გასახდელებისა და სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები,განახლდება ღობე.
სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





