დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა

სოფელ დარჩელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული.
შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურვგზაზე 1 საათის წინ მოხდა. სწრაფად მიმავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები.




