დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს

მთავრობის მეთაური პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართება.
მოხსენება ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება დებატები და სიტყვით გამოსვლები. რეგლამენტის გათვალისწინებით, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება პლენარულ სხდომაზე მისვლამდე წერილობითი ფორმით წარუდგინა. პლენარული სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება


