რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 478-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით კურსკის ოლქზე იერიში მიიტანეს. დრონების სამიზნეში კავშირგაბმულობის ანძა მოექცა, რის შედეგადაც იქ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
დრონებით თავდასხმა მოხდა სუმის ოლქზეც. რეგიონული მმართველობის ცნობით, რეგიონში 10-მდე აფეთქება იყო, დაშავდა სამი ბავშვი.
ირანული დრონების საშუალებით თავდასხმები მოხდა ოდესის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებზეც.
რაც შეეხება ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგს, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონეცკის ოლქია, სადაც რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. პარალელურად კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო ასპარეზზეც განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები

რა ხდება უკრაინაში ომის 741-ე დღეს

შალვა პაპუაშვილი: მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას. ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს თავად, ასევე, ამ მიმართულებებს


