მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა

დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ ჩატარდა.
ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცეები, ფოტო სტენდები, პავილიონები მოეწყო. პატარები ძალიან გაახალისა თითების თეატრმა და საპნის ბუშტების შოუმ. გაიმართა ასევე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.
მუსიკალური საღამო ქუჩის ბიჭების გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.




