ზუგდიდის არტ-გალერეაში საშობაო, მუსიკალური საღამო გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიხეილ(მაცი) ხორავას სახელობის არტ-გალერეაში, ბენდის ,,9 და 3/4 ‘’ საშობაო, მუსიკალური საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “არტ-უნივერსალის” დამფუძნებელი ხატია ჯანაშია იყო.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას შობა -ახალი წელი მიულოცა, ბენდის წევრებს ლამაზი და სასიამოვნო საღამოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.




