ჯიხაშკარში სობოგას უბანში ახალი გზა ეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სობოგას უბანში საავტომობილო გზის დაგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, პროექტი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს. სოფელის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.
გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში მისასვლელები. პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილორბივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.




