პაველ ჰერჩინსკი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა გამოიყენოს დრო და მიაღწიოს მაქსიმალურ პროგრესს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: სტატუსს მიიღებს საქართველო. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს


