სენაკში, ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლობას შეხვდა და ხიდ-ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სოფელ სახარბედიოში მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების აღდგენითი სამუშაოები, ღირებულებით – 131 985 ლარი;
პარალელურად, სოფელ საწულეისკირიოში, გრძელდება ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 24 572 ლარი.
ხიდ-ბოგირებისა და ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე:
ყოფილი სამხედრო ქალაქიდან თეკლათის მიმართულებით, რეაბილიტირდება დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირები და ხიდ-ბოგირები;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხედრო ბაზასთან – დაზიანებული ხიდის აღდგენა;
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საცხვიტავოს უბანში – ხიდ-ბოგირის აღდგენა რეკონსტრუქცია;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგოგიეს უბანში – რკინა-ბეტონის ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც

სენაკში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს


