წალენჯიხის ბაღებში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები დაარიგეს

პირველი ივნისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ საბავშვო ბაღებში ახალი სათამაშოები რიგდება. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახლებული სათამაშოები 35-ვე საბვშვო ბაღისთვის იქნა შეძენილი.
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, წალენჯიხის პირველ და მეორე საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრები პირადად გადასცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ა(ა) იპ.წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

წალენჯიხის მერია: ივენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით კონტრაქტი გაფორმდა


