წალენჯიხის მერია: ივენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით კონტრაქტი გაფორმდა

იტალიის ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაჯავშირებით, კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ტურინში იმყოფებიან” წერია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




