წალენჯიხის მერია: ბავშვთა ფეხბურთის აკადემია გაიხსნება

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში კიდევ ერთი სიახლე იქნება. უახლოეს პერიოდში ბავშვთა ფეხბურთის იუვენტუსის აკადემია გაიხსნება. გთავაზობთ მერიის მიერ გავრცელებულ მასალას:
„ამასთან დაკავშირებით, წალენჯიხაში იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ -“იუვენტუსი”-ს წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას აქტიური მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს.
როგორც აღინიშნა,ეს იქნება გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც წალენჯიხელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინა. მოლაპარაკებები იუვენტუსთან მამუკა ხაზარაძემ აწარმოა.
ჩამოსული სტუმრები ამ პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ნორჩ სპორტსმენებს შეხვდნენ, დაათვალიერეს წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალური მოედანი, ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მერია: ივენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით კონტრაქტი გაფორმდა

მერია: წალენჯიხის ივენტუსის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატდუ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა


