ზუგდიდში ბოლო ზარი საერთო მსვლელობით და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება

დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში, ბოლო ზარისადმი მიძღვნილი მაშტაბური ღონისძიებები იმართება. მოეწყო საუნივერსიტეტო ხეივანი, გამოფენები, დრამერების მონაწილეობით ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა ჩატარდა, მიმდინარეობს სპორტული აქტივობები. ბოლო ზარისთვის მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში საღამოს 7 საათზე შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება. ზუგდიდის მერია ამ ღონისძიებებით სკოლის კურსდამთავრებულებს მოუწოდებს უარი თქვან ბოლო ზარზე ავტო დრიფტების მოწყობაზე და დღესასწაული უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში აღნიშნონ.
მსგავსი სიახლეები

“ბოლო ზარი” ზუგდიდში ავტოავარიით დასრულდა – დაშავებულია 7 ადამიანი

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი


