“ბოლო ზარი” ზუგდიდში ავტოავარიით დასრულდა – დაშავებულია 7 ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.
დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.



