სექსუალური უმცირესობები ზუგდიდის მერის არჩევნებში მხარს სანდრა რულოვსს დაუჭერენ

“დღეს სანდრა ელისაბედ რულოვსს ჩვენი დახმარება სჭირდება, რათა ის დაგვეხმაროს ხვალ! მის მიმართ მიმდინარეობს გაცხადებული სექსისტური კამპანია რეალურ სამყაროში, ხოლო სოციალურ ქსელებში ტროლ გვერდები ბინძური ხერხებით ცდილობენ მის დისკრედიტაციას.
ჩვენ გვწამს ქართველი ხალხის გონიერების და პროგრესის სურვილის, გვჯერა რომ ზუგდიდს ეყოლება პირველი, ღირსეული, ქალი მერი! ქართული LGBT საზოგადოება, მხარს უჭერს სანდრა რულოვსის კანდიდატურას”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში სექსუალური უმცირესობების გვერდზე გამოქვეყნდაა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დრეს განმუხურში განაცხადა, რომ მზად არის ზუგდიდში ლგბტ თემის პრობლემებს გავეცნოს.


