ზუგდიდში კაკა ჟვანიას 140 წლის იუბილე აღინიშნება

ზუგდიდში ამ წუთებში, ნიკოსეულ სასახლეში პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, კაკა ჟვანიას 140 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო საღამოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ცნობისთვის, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე კაკა ჟვანია, კაკა ჟვანიამ კოლოსალური ძალა და ენერგია დაახარჯა ქართულიდან მეგრულად “ვეფხისტყაოსნის” თარგმნას.
“ყილოშტყებამი” ბატონი კაკას მეტად დაფასებული და მაღალრეიტინგული, ზუგდიდელი გახლდათ. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში და მთავრობაც არ აკლებდა განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა მისი შემოქმედება, მეგრულენოვნებიდან გამომდინარე მიზანმიმართულად იდევნებოდა.
საზოგადოებამ რამოდენიმეჯერ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რაც გამოიხატა თარგმანის წიგნად გამოცემაში, ასევე სხვადასხვა პერიოდულ ლიტერატურულ გამოცემებში ნაწყვეტების დაბეჭდვაში და ა. შ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ის გახლდათ მეტად კარგი პოეტური ნიმუშების ავტორი. რა თქმა უნდა ლექსების უმეტესობა გაბნეულია ხალხურ მეხსიერებაში, მაგრამ რომელიც შემორჩა ლიტერატურულ მეხსიერებას, ძალიან საყურადღებო და დასაფასებელია.
კაკა ჟვანია 1973 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.





