ზუგდიდში დღეს ვლაქერნობა აღინიშნება

- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის კვართი, ტრადიციისამებრ ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება.
პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრებიან. ვლაქერნობას ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.
წელიწადში ერთხელ ვლაქერნობის დღესასწაულზე, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ ემთხვიონ ქრისტიანულ სიწმინდეს, რომელიც ზუგდიდის მუზეუმში ინახება. ვლაქერნობა ღვთისმშობლის კვართის დღეს აღნიშნავს.




