სამეგრელოში პირველი მარკეტინგული კომპანია „Dadiani Production“ დაფუძნდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი მარკეტინგული კომპანია „Dadiani Production“ დაფუძნდა. კომპანია სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევს სამეგრელოსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მომუშავე კერძო, ბიზნეს და საჯარო უწყებებს.
„Dadiani Production“ მომხმარებელს სთავაზობს: სოციალური მედიის მართვის, კონტენტის შექმნის, სოციალური მედიის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შედგენას. ასევე მედია მომსახურებას: სატელევიზიო, ვებ პლათფორმის და რადიო მასალებისა და სარეკლამო მასალების დამზადებას და გავრცელებას.
კომპანია ორგანიზებას გაუწევს პრესკონფერენციების, ფორუმების, ოფიციალური ღონისძიებების, კერძო ივენთების მოწყობას. მოახდენს კომპანიების ბრენდინგს.
„Dadiani Production“ მომხამარებელს ასევე სთავაზობს ფოტო, ვიდეო და აეროგადაღების კამერის მომსახურებას, დოკუმენტური ფილმების გადაღებასა და პრომოუშენს.
„Dadiani Production“ მუშაობს კერძო კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, პიარ გეგმის შექმნასა, კამპანიების დაგეგმვაზე, პროექტების წერას და შემუშავებაზე.
„ჩვენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ერთად განსახორციელებელი პროექტების წარმატების გარანტია!“ – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ მისასალმებელ პოსტში.
„Dadiani Production“ -თან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკეთ: 522 22 41 22; 522 22 03 44. ან მიწეროთ მეილზე: dadianiproduction@gmail.com




