GORBI-ის კვლევით ქართულ ოცნებას 53%, ნაციონალურ მოძრაობას კი 19% აქვს

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევით ირკვევა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია. შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ 53 %
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 %
„ლელო“ 4 %
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3 %
„ლეიბორისტული პარტია“ 3 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2 %
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 %
„ევროპული საქართველო“ 2%
„საქართველოსთვის“ 2 %
„მოქალაქეები“ 2 %
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %
სხვა პარტიები 7 %
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა.
წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში – +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში – +/- 2.9%-ი.
მსგავსი სიახლეები

GORBI-ის კვლევით გახარიას პარტიას 2% აქვს

GORBI: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ


