ხვალ ზუგდიდი „ევროპის დღეზე“ წარდგება

6 მაისი, 12-დან 18 საათამდე თბილისში, ექსპო ჯორჯიაში, ,,ევროპის დღე“ გაიმართება, სადაც სტუმრებს კოლხური კულტურის აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. #EU4Culture-ს სპეციალურ სტენდზე, სტუმრები ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების საიდუმლოებებს, კერამიკული ნაკეთობების დამზადებას და თექაზე მუშაობის ტექნიკას გაეცნობიან.
EU4Culture-ს აქტივობები ორგანიზებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.




