stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

ირაკლი კობახიძე: ,,ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები

29.04.2023 / 29 აპრილი 2023
ირაკლი კობახიძე: ,,ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღედ ჩატარებულ არჩევნებს აფასებს:

,,როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში. მერების შუალედური არჩევნები თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები ქუთაისში, ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში. ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი 3 200 ხმა იყო. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი 150 ხმა იყო.

ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს – თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკანიანს – ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს – ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს – ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილს – გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს – ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო იოსებ მათურელს – თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით. იმ წესით, რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას. ასევე, ხმას აძლევდა ელექტრონული წესით. ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით.

მადლობას გადავუხდით, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს იმისათვის, რომ სათანადოდ ჩატარდა ეს არჩევნები. კიდევ ერთხელ გვინდა გადავუხადოთ მადლობა ამომრჩეველს არჩევნებზე მოსვლისთვის და ჩვენთვის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა.” განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

წინა პოსტი

გიორგი ხახუბია – ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს – ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას

შემდეგი პოსტი

გიორგი ხახუბიამ ხმების 95,33 პროცენტი მიიღო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებთ, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებთ, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები

ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს

ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს

ირაკლი კობახიძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა 3 მილიარდი ლარით დაფინანსდება

ირაკლი კობახიძე – შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა 3 მილიარდი ლარით დაფინანსდება