გიორგი ხახუბია – ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს – ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
„დღეს ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩევლებს, არ დაიზარონ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში”, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს

გიორგი შენგელია: მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარების პროცესის გაგრძელებას, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობის ზუგდიდს


