სენაკში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი ორ მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან კვირას და 1991 წლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს.
,,მადლობა თავისუფლებისთვის“, ,,მადლობა სამაგალითო ერთობისთვის…“ – 34-ე 9 აპრილის გზავნილმა დღეს სენაკში გაიჟღერა.




