მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ ქალთა დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებულმა ახალგაზრდულმა სათათბირომ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა “speak საღამო” გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმატებული ქალბატონები უძღვებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიარეს. ამის შესახწბ ინფორმაციას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.




