ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ ფოტომარათონი გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა „სარკმელი“, საინფორმაციო პლათფორმა „ჩემი მედიასახლის“ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით ფოტომარათონი „კადრის ფესტივალი“ გამართა.
ფესტივალზე თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა ლევან ბაღათურიამ მასტერკლასი „როგორ გადავიღოთ კადრი მობილური ტელეფონით“ ჩაატარა.
მასტერკლასი, ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში საკონკურსო ვორკშოპს მოიცავდა. კონკურსში 70-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, რომლებიც აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ.
მონაწილეების ფოტოებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და 11 ნომინანტს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცემა. გარდა ამისა, გამარჯვებული დამატებით, მიწვეული იქნება საინფორმაციო პლატფორმა „ჩემი მედიასახლის“ ვებგვერდების ნიუსრუმში ფოტოგრაფიის მიმართულებით სტაჟირებაზე, ხოლო „საქართველოს უნივერსიტეტისგან“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.




