ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან, პრიორიტეტული პროექტები ფარული კენჭისყრის პრინციპით გამოავლინა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის: სასაფლაოს შემოღობვა, სპორტული კუთხის მოწყობა, წყალმომარაგება, გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, ხიდის რეაბილიტაცია, მოსაცდელის, მილ-ხიდისა და წისქვილის მოწყობა, სასოფლო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, ამბულატორიის რეაბილიტაცია.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 40-მდე საერთო კრება და კონსულტაციებია ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა


