პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები დავითიანის, ოქტომბერისა და დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და დიხაგუძუბას, მოგირისა და ნაჭკადუს უბნებში გაიმართა.
დავითიანსა და ოქტომბერში გამართულ კონსულტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია დაესწრო.
მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები ფარული და ღია კენჭისყრის პრინციპით გამოავლიანა.
დავითიანში მოსახლეობამ პრიორიტეტად სკოლის დერეფნისა და წისქვილის რეაბილიტაცია დაასახელა.
ოქტომბერში პრიორიტეტად დასახელდა მოსაცდელის მოწყობა ქუთაისისა და ტაბიძის ქუჩის გადაკვეთაზე.
აგრეთვე, მიმდინარე წელს ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბერის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით(ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი განხორციელდება.
დიდინეძის კახათში შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების ამოწმენდა საკუკავოს და საქირიოს უბანში, შიდა გზების რეაბილიტაცია და კუკავების უბანში ხიდ-ბოგირის მოწყობა პრიორიტეტად დასახელდა.
დიხაგუძუბაში მოსახლეობამ გარე განათების 4 ბოძის მოწყობას, შიდა გზის რეაბილიტაციასა და სანიღვრე არხების ამოწმენდას დაუჭირა მხარი.
მოგირისა და ნაჭკადუს უბნებში პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და ორულუს N 1 საჯარო სკოლის ეზოს შემოკავება დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ ქვეყნის მასშტაბით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის:
სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა. შ.
მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

წალენჯიხაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა


