თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
საქართველოს საელჩოს ქალაქ ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს ქალაქ სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში +905413262226.
ცნობისთვის, თურქეთში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი – დაშავდა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სენაკელია


