NDI კვლევის თანახმად 5% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობა

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს.
ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
მსგავსი სიახლეები

Public Opinion Strategies-ის კვლევის თანახმად, “ქართული ოცნება” ლიდერობს

“ოცნება” – 47,4%, “ნაციონალური მოძრაობა” – 25,4% – მმართველი გუნდი თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს


