stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

27.01.2023 / 27 იანვარი 2023
მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

“რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი – ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ…

სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის, რაც მის თავს ხდება არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნათელი “მესიჯი”.

“მან [ზელენსკიმ] რუსეთის აგრესიული ომის დასაწყისისას უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, როგორც მე ვქენი, როდესაც 2008 წელს რუსი სამხედროები საქართველოში შემოიჭრნენ… ჩვენ, საქართველოში, მაშინ დავისაჯეთ ჩვენი წარმატებული რეფორმების გამო, ისევე, როგორც ზელენსკი ახლა იხდის ფასს მისი ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკისთვის. პოლიტიკისთვის, რომლის ნაწილი ვყოფილიყავი მქონდა პატივი”, – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

“2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენებული. რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, – თქვა სააკაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, იგი საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ. საპირისპიროდ, ძალიან საცოდავია იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ადვოკატებისა და ექსპერტების დიდი რაოდენობის ფინანსურად შენახვას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დედამისს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია.

“დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული – არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტროკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”, – თქვა სააკაშვილმა.

წინა პოსტი

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს

შემდეგი პოსტი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის

სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის