ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება

ფოთი სამეგრელო-ზემო სვამეთოს რეგიონში მერვე მუნიციპალიტეტია სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი გაიმართება.
ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზდ მთავარ ნაძვისხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ.
ფოთის ცენტრში 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი გორდელა და ჯგუფი ბანდეროლი მიიღებენ.


მსგავსი სიახლეები

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს


