საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებებმა დღეს მესტიიდან აიღო სტარტი. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ანსამბლი „ბანი“ და ჯგუფი რეზო და ბავშვები იმღერებენ.
მსგავსი სიახლეები

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმარა

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება


