ფოთში 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი და კულინარიული შოუ პროგრამა გაიმართება

ფოთში 31 დეკემბერს, 20:00 საათიდან, მთავარ მოედაზანზე საახალწლო ზეიმი დაიწყება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ნატო გელაშვილი და ჭოხოები, ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი.
პირველად ფოთში, ახალი წლის ღამეს , ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე დიუმას ისტორიული გემოები გაცოცხლდება.
არტ-პროექტით ,,ისტორია თეფშზე“ – ესმა კუნჭულია ეწვევა ფოთს ექსკლუზიურად ,,გასტრონომიული მუზეუმიდან“.
ღონისძიებაზე მისული მაყურებელი გაეცნობა “ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის” რეცეპტებს და დააგემოვნებს : ალექსანდრე დიუმას მენიუს, ნიკო ნიკოლაძის ეპოქის მენიუს, თანამედროვე ფოთურ მენიუს.
18:00 სათიდან მოეწყობა საახალწლო გამოფენა-გაყიდვები, გასართობი და სადეგუსტაციო აქტივობები; თოვლის ბაბუა კი პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს.
ფოთის მერია გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს!





