სენაკის მერმა მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადასცა

სენაკის მერმა მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი მიულოცა და სოციალური აქტივობების ფარგლებში, ცენტრის 225 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადასცა.




