სენაკის მერმა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 225 ბენეფიციარსა და მათ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა.
,,დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და თანადგომა სჭირდებათ. მინდა მათ დღეგრძელობა, ჯანის სიმრთელე და მხნეობა ვუსურვო’’ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში სტუმრობისას.




