რა კეთდება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ჯვარში
09.11.2022 / 9 ნოემბერი 2022

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ჯვარში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა. მათ შორის:
- ქალაქ ჯვარის, კოსტავას ქ. #18 კორპუსთან კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება;
- რუსთაველისა და გაბუნიას ქუჩების გზაჯვარედინზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა განხორციელდა;
- განხორციელდა ასევე ევროპის პარკისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ჯვრის ტერიტორიის შემოღობვა;
- ქვედა ჯვარში წმ.ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემები;
- (ქვესადგურის მიმდებარედ) ციმინტიას ქუჩაზე ასფალტირებული გზის ორმული შეკეთება განხორციელდა;
- ასევე განხორციელდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე არსებულ პარკში ტენისის გადახურული სივრცის მოწყობა და საბავშვო ატრაქციონების დამონტაჯება;
- ოჭანეს უბანში არსებული წისქვილის
- სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა,ამავე უბანში მოეწყო გარეგანათებები;
- ნაკას შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფრით მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
- გარდა აღნიშნულისა,ქალაქ ჯვარში მუნიციპალური ბიუჯეტიდან ხორციელდება კინოთეატრის ეზოს წინ მდებარე შადრევნის სრული რეაბილიტაცია;
- დადიანების წყაროს რეაბილიტაცია;
- ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მინი მოედნის რეაბილიტაცია.
- განახლებული რეგიონების პროექტების ფარგლებში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება.




