სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით სოფელ ლიაში პროექტები ხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები დასრულებულია.
- ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის ფარგლებში, უბნების მიხედვით სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა. მათ შორის:
- ლიაში 100 გრძივ მეტრზე სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია განხორციელდა;
- ლიის მეორე და მეხუთე ქუჩაზე მოეწყო გარეგანათებები;
- ლიაში ასევე განხორციელდა სკვერების რეაბილიტაცია;
- საბავშვო ბაღებისთვის შეძენილიქნა დგამ-ავეჯი(სკამები);
- ქობალიების უბანში ხიდ-ბორირი მოეწყო;
- პალურში 120 გრძივ მეტრზე მთლიანად შეიცვალა სასმელი წყლის მილები;
- მოეწყო გარეგანათებები;
- პალურის ეკლესიის სამანქანე გზის აღმართზე სანიაღვრე არხი გაიწმინდა შლამისაგან;
- პალურის საბავშვო ბაღისთვის შეძენილიქნა დგამ-ავეჯი (სკამები);
- პალურის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის მზღუდავი ბარიერი მოეწყო;
- ზედა ლიაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია -დაქსელვა განხორციელდა;
მოეწყო ცხაურები;
- ზედა ლიას საბავშვო ბაღისთვის შეძენილიქნა დგამ-ავეჯი (სკამები);
- მახარიას უბანში მოეწყო გარეგანათებები;
- განხორციელდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები.
2022 წელს სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ შეირჩა.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 133 პროექტი განხორციელდა.
ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერია ავრცელებს.




