უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას 20 ოქტომბერს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი სამეგრელოში, წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინის არმიაში 2104 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.
ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.



