თეკლათსა და ზემო ჭალადიდში მასშტაბური სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრი, საბა ოდიშარია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი, თემურ გაბელაია და საქართველოს მელიორაციის სერვისცენტრის უფროსი სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, მამუკა გვასალია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოებს გაეცნენ.
გოლასკურის უბანში, მასშტაბური სამელიორაციო პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 3, 5 კმ კოლექტორული არხის ამოწმენდის პროცესი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს მოემსახურება.
ასევე, ზემო ჭალადიდში განხორციელდა 13 კმ-იანი სამელიორაციო არხის ამოწმენდითი სამუშაოები, რომელიც 165 ჰა ფართობს მოემსახურება. სამუშაოები შპს ,,საქართველოს მელიორაციის’’ დაფინანსებით ხორციელდება.




