სენაკის მერის მოადგილის პოსტს ლევან ელიავა დაიკავებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილე წარადგინა. მერის მოადგილის პოსტს ლევან ელიავა დაიკავებს.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ლევან ელიავა არის ახალგაზრდა, კვალიფიციური, გამოცდილი, ღირსეული კადრი და ის, დღეიდან, მუნიციპალიტეტის მერიაში კურატორობას გაუწევს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვის, სოციალურ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროებს.
,,მზად ვარ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, უკვე მერის მოადგილის რანგში სენაკის მუნიციპალიტეტს მოვახმარო“ – აღნიშნა ლევან ელიავამ. მოადგილის წარდგენის პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასული და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.




