ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია

ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია შპს “აი-ქეი-ბი” ასრულებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.





