ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

- ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კულტურის სახლის მაყურებელთა დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს განხორციელდა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია.
პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვლება შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა, მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ასრულებს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია. ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა 600-კაციანი დარბაზით. გასული საუკუნის არაერთ ცნობილ ანსამბლსა და შემსრულებელს წარმოუჩენია თავისი ხელოვნება.




