თეიმურაზ მალანია: ჯუმბერ იზორია ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს

- იურიდიული კვლევის ცენტრის დირექტორი თეიმურაზ მალანია სოციალურ ქსელში წერს: ამ სტატუსის გამოქვეყნება გადამაწყვეტინა ერთმა ძალიან უჩვეულო და იშვიათმა ფაქტმა, რომლის მომსწრეც მე თავად გავხდი ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში (ადგილობრივ მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრების დროს).
მოგეხსენებათ, შეხვედრები ეწყობა ცალკეული უბნებისდამიხედვით და აუცილებელია, თითოეული მაცხოვრებლისთვის ხმის მიწვდენა… და იცით რა განწყობა იგრძნობა თითქმის ყველგან? რა სურვილი და მოტივაცია ამოვიკითხე მასიურად? (ძალიან ბევრი ამომრჩეველი ღიად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და აფიქსირებს პერსონალურ აზრს) – მათი თქმით, ბატონი ჯუმბერ იზორია ნამდვილად არის ის ადამიანი, რომლის პარლამენტში ყოფნასაც ისინი არათუ მხოლოდ მიესალმებიან, არამედ სახალხო დემოკრატიის პრინციპით ,,მოითხოვენ” კიდეც!.. ამბობენ, რომ ეს არის ის კაცი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩხოროწყუელების კეთილდღეობისთვის ბრძოლის ხაზს (და არამარტო ჩხოროწყუელებისთვის)… მათ იციან, რომ მაჟორიტარული სიის გარდა, არსებობს პროპორციული სიაც, რაც იძლევა ფართო წარმომადგენლობის განხორციელების შესაძლებლობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ხალხში საკმაოდ მაღალია საზოგადოებრივი ინფორმირებულობის დონეც! და მაინც ყველაზე მთავარი იცით რა არის? – ის სუფთა და წრფელი განწყობა, რითაც ეს ხალხი აი ამ თავის გულითად სურვილს აჟღერებს! მათი მადლიერი და უბოროტო თვალები…
ეხლა კი, თქვენის ნებართვით, გაგაცნობთ ამგვარი კეთილგანწყობისა და ნდობის საფუძვლებს, მიზეზს იმისა, თუ რატომ აღიქმება უმრავლესობის მიერ მაქსიმალურად პოზიტიურ პერსონად ბატონი ჯუმბერ იზორია (მისი მთავარი და სახასიათო თვისებები) ხალხის სიყვარული – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც კი ადამიანს შეიძლება ამკობდეს და რომლის უნარიც, ძალიან ცოტას თუ გააჩნია… დიახ! ჯუმბერ იზორია არის კაცი, რომელიც სიძულვილზე და ბოღმაზე მუდამ უარს ამბობს და ყოველთვის და ყველა ვითარებაში იბრძვის სიკეთის და კაცთმოყვარეობის დასამკვიდრებლად! ის საკუთარ მტერსაც კი პატივის სცემს და არასდროს არ ლახავს მის ღირსებას! აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ხალხის სიყვარული, ამ შემთხვევაში ორმხრივ დამოკიდებულებას გულისხმობს, – ბატონი ჯუმბერი ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს!!! ხალხი ბრძენია!..
(ადამიანები ადვილად არჩევენ თეთრსა და შავს ერთმანეთისგან) და არცაა გასაკვირი, რომ მოქალაქეთა რიგებში ასეთი კეთილგანწყობა იგრძნობა ბატონ ჯუმბერ იზორიას მიმართ. და მაინც, საიდან მოდის ეს სიყვარული? მარტივად – სიკეთის კეთებიდან! ხოლო სიკეთე უკვალოდ არასდროს ქრება, პირიქით, იგი ყოველთვის ტოვებს წარუშლელ კვალს. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, “სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და რომელსაც ხედავს ბრმა”!!!
ახლა კი, თქვენის ნებართვით, გაგაცნობთ ამგვარი კეთილგანწყობისა და ნდობის საფუძვლებს, მიზეზს იმისა, თუ რატომ აღიქმება უმრავლესობის მიერ მაქსიმალურად პოზიტიურ პერსონად ბატონი ჯუმბერ იზორია (მისი მთავარი და სახასიათო თვისებები) ხალხის სიყვარული – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც კი ადამიანს შეიძლება ამკობდეს და რომლის უნარიც, ძალიან ცოტას თუ გააჩნია… დიახ! ჯუმბერ იზორია არის კაცი, რომელიც სიძულვილზე და ბოღმაზე მუდამ უარს ამბობს და ყოველთვის და ყველა ვითარებაში იბრძვის სიკეთის და კაცთმოყვარეობის დასამკვიდრებლად! ის საკუთარ მტერსაც კი პატივის სცემს და არასდროს არ ლახავს მის ღირსებას! აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ხალხის სიყვარული, ამ შემთხვევაში ორმხრივ დამოკიდებულებას გულისხმობს, – ბატონი ჯუმბერი ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს!!! ხალხი ბრძენია!.. (ადამიანები ადვილად არჩევენ თეთრსა და შავს ერთმანეთისგან) და არცაა გასაკვირი, რომ მოქალაქეთა რიგებში ასეთი კეთილგანწყობა იგრძნობა ბატონ ჯუმბერ იზორიას მიმართ. და მაინც, საიდან მოდის ეს სიყვარული? მარტივად – სიკეთის კეთებიდან! ხოლო სიკეთე უკვალოდ არასდროს ქრება, პირიქით, იგი ყოველთვის ტოვებს წარუშლელ კვალს. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, “სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და რომელსაც ხედავს ბრმა”!!!
კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან გულღია ურთიერთობა – ჯუმბერ იზორია არის კაცი, რომელიც ყველასთან თანასწორია, აქვს ურთიერთობის და გაგების მართლაც შესაშური უნარი… თქვენ მას ნახავთ ბავშვის, სკოლის მოსწავლის, სტუდენტის, ზრდასრულის, მხცოვანი, წელშიმოხრილი ყავარჯნიანი მოხუცების გვერდით! შეჭირვებულისა თუ მხნედ მყოფის, შორეული ნაცნობებისა თუ სრულიად უცნობების მხარდამხარ!.. მისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანების სტატუსს, რეგალიებს… მთავარი და მთავარი არის შინაგანი ბუნება და განწყობა… მახსოვს, ერთხელ მითხრა (უფრო სწორად არაერთხელ უთქვამს ), ყველას მის ენაზე უნდა ესაუბრო და მისი თვალით უნდა შეხედო საკითხსო (არავის არ უნდა აგრძნობინო, მისი უარყოფითი მხარე და მისი სისუსტეები); საუბარი, მოსმენა, პრობლემის გულთან ახლოს მიტანა, უშუალობა, აზრების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა – ეს ის თვისებებია, რომელიც ჯუმბერ იზორიას ათას კაცში გამოარჩევს! მისი უზადო დიმპლომატია და ემპათიის უნარი ყველასთვის თვალსაჩინო და ცხადი გახლავთ.
სახელმწიფოებრივი აზროვნება – ეს იმ იშვიათი თვისებათაგანია, დღეს რომ სანთლით უნდა ეძებო… თანამედროვე საზოგადოებამ და სოციალურმა გარდაქმნებმა წელში გადატეხეს პატრიოტიზმის არსი. ერის და სამშობლოს სიყვარული უკვე მოძველებულ ტონადაც კი ითვლება :((( აი აქ ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას, სწორედ აქ ვცდებით, თან ძალიან მწარედ!!! მაგრამ, ყველაფრისდამიუხედავად, ამ მძიმე რეალობაში, არიან გამონაკლისები, რომელთაც შესწევთ უნარი, საკუთარ, პირად ინტერესებზე მაღლა საერთო-საზოგადოებრივი საჭიროებები და მოთხოვნები დააყენონ! ჯუმბერ იზორიაც ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლავთ. ის არ იღებს მომენტალურ გადაწყვეტილებებებს! ის მხოლოდ დღევანდელი დღის წესრიგით არ მოქმედებს და მაშასადამე ახასიათებს შორსმჭვრეტელობა, წინდახედულობა, სიფრთხილე და გონივრული გადაწყვეტა არაერთი საჭირბოროტო საკითხისა!!! ბატონი ჯუმბერი განსაკუთრებულ მიდგომას იჩენს ახალგაზრდა თაობის მიმართ და ესეც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ კარგად ესმის მას თაობათა ცვლის არსი და მუდმივი პროგრესისა და განვითარების აუცილებლობა. ნათელი მომავალი იქმნება სწორედ ასე და ამგვარად!
პროფესიული გამოცდილება – ჯუმბერ იზორიას აქვს საჯარო უწყებრივი საქმიანობის დიდი გამოცდილება, განსაკუთრებით, ძალოვან სფეროში (მოგეხსენებათ, იგი გახლდათ პოლიციის სამმართველოს უფროსიც)… გამოცდილება კი არის ის მთავარი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც უნდა შეაფასო, რამდენად ლოგიკურია ამა თუ იმ პიროვნების ყოფნა ამა თუ იმ თანამდებობაზე; დიახ! ბატონ ჯუმბერის სწორედ მის მიერ დაგროვილი გამოცდილება აძლევს ღირსეულად მოღვაწეობის შესაძლებლობას. გამოცდილება უფრო მეტად გაბედულს და თავდაჯერებულს ხდის ნებისმიერ ადამიანს, რაც, თავის მხრივ სასიკეთოდ აისახება მის სამსახურეობრივ საქმიანობაზე და ზოგადად საქმიანობის სტილზეც… გადავავლოთ თვალი ამ ადამიანის მიერ განვლილ პროფესიულ გზას და აღნიშნულის მიხედვით შევაფასოთ მისი სტატუსები და ,,ჩინები”… ყველანი მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ყველა იმ წარმატებას, რისთვისაც კი მიუღწევია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
და ბოლოს – ამ სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით ნამდვილად არ უნდა ვუმზიროთ! ჩვენს გარშემო ბევრი პრობლემაა, ბევრი გამოწვევა და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით; მაგრამ რა არის უმჯობესი ჩვენი კეთილდღეობისთვის – ვიყოთ გულხელდაკრეფილნი, არხეინად მივაჩერდეთ ტელევიზორის ეკრანებს და მოჩვენებითი გულისყურით ვუსმინოთ ზოგიერთი პოლიტიკოსის ,,ფსევდო (ვითომ) აღსარებას”, ან ჩვენი ძვირფასი დრო შევალიოთ პოლიტიკური ცირკისა და გამუდმებული ლანძღვა-გინებისთვის თვალ-ყურის მიდევნებას (უარეს შემთხვევაში კი, ჩვენ თავადაც დავკავდეთ, არაფრისმომცემი, უშვერი სიტყვების გამოყენებითა და სხვების მიწასთან გასწორებით) თუ ქმედითი ნაბიჯებით მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი პრობლემების გაზიარება და ამ პრობლემათა გადაჭრის რეალური გზების შემოთავაზება შეუძლიათ?! რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ხელშესახებ და თვალსაჩინო შედეგს მოგვცემს! ჩვენი ხმების და საჯარო პოზიციების უკან ჩვენი ღირსება და პრინციპულობა დგას!!! ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თითოეული ჩვენგანის არჩევანმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას (და არა ქაოსს და ცხოვრების დაძაბულ ტემპს).
ჩემი, როგორც ერთი ახალგაზრდა ჩხოროწყუელის სრული მხარდაჭერა ღირსეულ ადამიანებს, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის გარეთ! მთავარია იყო ჭეშმარიტად ადამიანი! პოლიტიკურ ველზეც სწორედ პერსონები უნდა ვეძიოთ… და დიახ, ნამდვილად ასეთი გამორჩეული პერსონა და ფიგურა გახლავთ ბატონი ჯუმბერ იზორია!
დიდი კონტსტანტინე გამსახურდია ამბობდა: ,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.” – ნუ ვიზამთ ასე! მოვუფრთხილდეთ და გვერდში ამოვუდგეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენგან უზადო პატივისცემას იმსახურებს და არა უმადურობასა და უსაფუძვლო ტალახის სროლას! (,,მადლიერება ყველაზე დიდი სათნოებაა”)








