აბაშის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 269-ე კილომეტრზე, მდინარე ნოღელაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ხიდის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის” წარმომადგენელთან, თამაზ კინტირაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.
არსებული ხიდი, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. პროექტის დასრულების შემდეგ ხიდზე მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი, ქვეითთა სავალი და ახალი საგზაო ნიშნები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


