სენაკის მერი წარმატებულ ნორჩ ფეხბურთელებს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელს, მურად კუპრეიშვილს შეხვდა.
საფეხბურთო კლუბის 2009-2010 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი 2021 წლის სამეგრელო-ზემო სვანეთის ასაკობრივი რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მუნიციპალიტეტის მერმა მათ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ფეხბურთელთა გუნდის თითოეულ წევრს და მათ მწვრთნელს ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წარმატება უსურვა.




