სენაკში წლის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, აშენდება ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, კომფორტული და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულება – მესამე საბავშვო ბაღი.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ ლოკაციაზე იმყოფებოდა, სადაც მესამე საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება და გაეცნო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს. უ
პრეცედენტო მასშტაბის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.




