სენაკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. იწყება საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, რომლის ჯამური სატენდერო ღირებულება 2 685 752 ლარს შეადგენს.
კოლხეთის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 263236 ლარი.
ნ. კანკიას ქუჩის მეორე შესახვევის, ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი ხოფერიას ქუჩამდე გზის მონაკვეთის ასფალტირება და ქუთაისის ქუჩის ბოლოში დედათა მონასტრის მიმდებარედ რკ. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 101599 ლარი.
ნუცუბიძის განშტოების ასფალტირება კანკიას ქუჩამდე სავარაუდო ღირებულებით – 56438 ლარი.
ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის ზედა მონაკვეთის და სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 227761 ლარი.
თბილისის ქუჩის მეორე შესახვევში (დ. აღმაშენებლის ქუჩამდე) რკინა-ბეტონის და ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 105186 ლარი.
თედო სახოკიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 203544 ლარი.
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები:
ძვ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. კოტიანეთის ზემო კოტიანეთის საავტომობილო გზის ასფალტირების სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 361537 ლარი მ/შ 2019 წელს – 195000 ლარი, 2020 წელს – 166537 ლარი.
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. რეკიდან სოფ. ბათარიის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 500258 ლარი, მ/შ 2019 წელს – 255030 ლარი, 2020 წელს – 245228 ლარი.
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. წყემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 384836 ლარი, მ/შ 2019 წელს – 180000 ლარი, 2020 წელს – 204836 ლარი.
ძვ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კოტიანეთის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 271521 ლარი, მ/შ 2019 წელს – 130000 ლარი, 2020 წელს – 141521 ლარი.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სახარბედიოში საუბნო გზის ასფალტირება და კიუვეტის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 82748 ლარი. 2019 წელს – სრულად.
ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. დიდი ხორშის ცენტრალურ გზაზე ხიდის რეაბილიტაცია და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე რკინაბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სავარაუდო ღირებულებით – 127088 ლარი. 2019 წელს – სრულად.




