სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდში ტურისტული სივრცე ეწყობა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, UNDP – გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა (FRLD) – ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტურისტული სივრცის მოწყობის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპიკნიკე და საკემპინგე ლოკაციების მოწყობის სამუშაოები. დასრულებულია ბორანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების თანამედროვე სისტემის მონტაჟი. განახლებული ინფრასტრუქტურით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება.
პროექტი საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.




